ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საპატიო კონსულების პირველი ასამბლეა ქ. ვილნიუსში

ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საპატიო კონსულმა კაზიმირას მუსტეიკისმა. ასამბლეის შეკრებას ასევე დაესწრნენ კონსულთა მსოფლიო ფედერაცია FICAC-ის ვიცე პრეზიდენტი კოსტას ლეფკარიტისი, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დარიუს სკუსევიჩიუსი, ლიტვაში აკრედიტირებული ელჩები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების მონაწილეებს ასამბლეის საორგანიზაციო კომიტეტმა გააცნო საპატიო კონსულების სამომავლო გეგმები. ღონისძიების მსვლელობისას ხაზი გაესვა ამ ინსტიტუციის მნიშვნელობას ქვეყნის პოპულარიზაციის, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ