ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრთან

საუბრისას ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საქართველოს აქტიური მხარდაჭერისათვის, რაც გამოიხატება ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოსათვის განხორციელებულ პროგრამებში, ტვინინგებსა და ტრეინინგებში. ამასთან, აღინიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლიტვის მხრიდან საქართველოს შემდგომ ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ლიტვის გამოცდილების გაზიარებით ევროინტეგრაციის პროცესში წარმოებულ რეფორმებთან დაკავშირებით. ეიმუტის მისიუნასმა დააფიქსირა, რომ ლიტვის მხარე კვლავაც აქტიურად განაგრძობს ქართულ მხარესთან თანამშრომლობას, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობის თვალსაზრისით. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების საკითხებს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ