ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “ლიტუანისტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესებში” მიიღო მონაწილეობა. ელჩმა კონფერენციის გახსნით პანელზე სიტყვით მიმართა დამსწრეებს და ისაუბრა ლიტვასა და საქართველოს შორის საგანმანათლებლო სფეროში არსებული თანამშრომლობის შესახებ. კონფერენციაზე ასევე წარდგენილი იყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრი და ვილნიუსის უნივერსიტეტშის ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ლიტვის სეიმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, ლიტვის სახელმწიფო ენის კომისიის, ლიტვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და ლიტვაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ