ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ენის დღე ვილნიუსში

13 აპრილს ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართული ენის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში ასვე მიღებული იქნა გადაწყვეტილება ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ქართველი განმანათლებლის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის სახელობის აუდიტორიის გახსნის შესახებ.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორმა ალგირდას გაიჟუტისმა და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ. ქართული ენის დღეზე დამსწრე საზოგადოებისათვის მოეწყო ქართული ენის და საქართველოს ისტორიის შესახებ პრეზენტაცია. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებს, მის უნიკალურობასა და მნიშვნელობას მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობისათვის. ღონისძიების კულტურულ ნაწილში დამსწრეთა წინაშე წარსდგნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენისა და კულტურის კურსების ლიტველი სტუდენტები, საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, ლიტვაში ქართული სათვისტომო „კახეთი“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ქართველი სტუდენტები, ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალური სკოლის მოსწავლეები და ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, ქართული ფოლკლორული და ლიტვური სიმღერები.ამასთან, ლიტვის საგანმანათლებლო მეცნიერებათა უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა სამი ფოტოგამოფენა - „ქართული ანბანი“, „ვეფხისტყაოსნის კალიგრაფია“ (კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრები) და "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“.აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს ძალისხმევით ვილნიუსში ქართული ენის დღის აღნიშვნა უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა, რაც ხელს უწყობს ლიტვურ საზოგადოებაში ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამასთანავე ლიტვაში ქართული დიასპორის ჩართულობას.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ