ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსის უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაში

28 აპრილს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში, რომელიც მიეძღვნა საქართველო-ლიტვის ურთიერთობებს ევროკავშირის თანამედროვე პოლიტიკურ კონტექსტში.

დისკუსიაში თემაზე „Georgian-Lithuanian relations in Political Context of Today`s European Union Politics“ სიტყვით გამოსვლისას, ელჩმა მიმოიხილა საქართველოსა და ლიტვას შორის მიმდინარე თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, მათ შორის, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს და ამ მიმართებით ლიტვასთან არსებულ თანამშრომლობას.

დისკუსიისას სიტყვით ასევე გამოვიდნენ ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიტვაში არნოლდას პრანცკევიჩიუსი და საერთაშორისო ურთიერთობათა და პოლიტიკურ მეცნიერებაა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე მარგარიტა შეშელგიტე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ვილნიუსის უნივერსიტეტის სტუდენტები, ამასთან, სოციალური ქსელების მეშვეობით ჩაერთვნენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის სტუდენტები. დისკუსიის დასასრულს, ელჩმა და სხვა გამომსვლელებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ