ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა ლიტვის რესპუბლიკაში. საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს მთელი დღის განმავლობაში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, ლიტვის პარლამენტის გვერდით გამოფენილ იქნა საქართველოს და ლიტვის გიგანტური დროშები.

26 მაისს ლიტვის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ უმასპინძლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს ლიტვურ ენაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა, თავის გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოს და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, აასევე მადლიერებით აღნიშნა ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. გამოსვლისას ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს არა მხოლოდ მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში, არამედ ხალხებს შორის არსებული ტრადიციულად თბილი და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები. მიღებაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი ვიქტორას პრანცკიეტისი, აგრეთვე ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის და პარ;ლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, და სხვა საპატიო სტუმრები. მოწვეული სტუმრების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარსდგნენ ანსამბლი "მთიები" და ლიტვაში ქართული სათვისტომოს ანსაბლი „კახეთი“. სტუმრებმა დაათვალიერეს სპეციალურად ამ დღისთვის გამოფენილი ფოტოგამოფენები "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“ და „50 ქალი საქართველოდან“. ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერების ია ხიზანიშვილის და სოფი ეცადაშვილის მიერ საქართველოს თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები. გაიმართა ქართული სამზარეულოს და ნუგბარის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ