ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნატო-ს მრავალეროვნულ სპეციალური ოპერაციების ძალთა სამხედრო წვრთნები Flaming Sword 2017

19 მაისს, საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ლიტვის პაბრადეს რაიონში გამართულ ნატო-ს მრავალეროვნულ სპეციალური ოპერაციების ძალთა სამხედრო წვრთნებში Flaming Sword 2017, რომელშიც ასევე ჩართულია ქართული შენაერთი. წვრთნების მიზანს წარმოადგენს მოკავშირეების და პარტნიორების სამხედრო შესაძლებლობების თავსებადობის გაღრმავება კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. სწავლებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J5 დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა მამუკა შიუკაშვილმა და საქართველოს თავდაცვის ატაშემ პოლკოვნიკმა არჩილ პეტრემღვდლიშვილმა. წვრთნების პარალელურად, ასევე შედგა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ორმხრივი შეხვედრა ლიტვის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელთან გენერალ-ლეიტენანტ ვიტაუტას ჟუკასსთან. #FlamingSword2017

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ