ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენა ვილნიუსში

ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაიწყო. საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში ამ საზეიმო თარიღს ტრადიციულად ღონისძიებების სერიით აღნიშნავს. 24 მაისს ლიტვის მხატვართა კავშირის გალერეაში ქართული ტიხრული მინანქრის გამოფენა „საქართველოს ფერები“ გახსნა გაიმართა. მინანქრის მხატვარ-დიზაინერების ია ხიზანიშვილის და სოფი ეცადაშვილის ნამუშევრების გამოფენა საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და გალერეის ხელმძღვანელმა დოვილე ტომკუტემ გახსნეს. ქართველმა მხატვარ-დიზაინერებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს თავიანთი შემოქმედება და ქართული ტიხრული მონანქრის ტრადიციის შესახებ ესაუბრნენ. გამოფენის გახსნა გაშუქდა ლიტვური მედიით, ლიტვის ნაციონალურ სატელევიზიო არხზე LRT აღნიშნულ გამოფენას სპეციალური სიუჟეტი მიეძღვნება. გამოფენის გახსნას დაესწრნენ ლიტვის ოფიციალური პირები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების დახურვისას გაიმართა ფურშეტი, სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და ნუგბარი. 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4
6 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ