ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი ვილნიუსის თბილისის სახ. სკვერში

ლიტვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, 25 მაისს ქ. ვილნიუსში თბილისის სახელობის სკვერში ქართულ-ლიტვური პოეზიის ფესტივალი „პოეზიის გაზაფხული“გაიმართა. ქართველი და ლიტველი პოეტების ნაწარმოებების წაიკითხეს ლიტველი პოეტებმა, მსახიობებმა, თბილისის სკვერზე შეკრებილ ვილნიუსელებს საშუალება მიეცათ მოესმინათ შოთა რუსთაველის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის და სხვა ქართველი კლასიკოსების პოეზია. ვილნიუსის უნივერსიტეტში მოქმედი ქართული ენისა და კულტურის კურსის სტუდენტებმა და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა. თბილისის სახელობის სკვერში მოსული სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს საქართველოს საელჩოში მოქმედი საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და ლიტვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ჯგუფმა „საქართველო“. ამასთანავე გაიმართა ლიტველი პოეტის ვლადას ბრაზიუნასის ფოტოგამოფენა. საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძე მ მონაწილეობა მიიღო ქართული პოეზიის კითხვაში. ელჩმა ასევე ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ლიტვურ ენაზე თარგმნისა და ლიტვაში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მთარგმნელ ვიოლეტა შობლინსკაიტეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სახელით მადლობის წერილი გადასცა.

 

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ