ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის კურსის შემაჯამებელი შეხვედრა

5 ივნისს ვილნიუსის უნივერსიტეტში ქართული ენისა და კულტურის შემსწავლელი კურსების 2016-2017 სასწავლო წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ლიტველ სტუდენტებს გადაეცათ ქართული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ქართული ენითა და კულტურით დაინტერესებულ ლიტველ სტუდენტებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ვილნიუსის უნივერსიტეტის უცხო ენათა ინსტიტუტის დირექტორმა რომა კრიაუჩიუნიენემ.

ამასთანავე შედგა საქართველოს საელჩოში მოქმედი ქართული ენის საკვირაო სკოლის მიმდინარე სასწავლო წლის დამამთავრებელი შეხვედრა. საკვირაო სკოლის მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით გავლისთვის გადაეცათ სამახსოვრო სიგელები.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრ ICMPD-ის წარმომადგენლები, რომლებმაც საკვირაო სკოლის მოსწავლეებს გადასცეს ქართული ენის, ისტორიისა და კულტურის შესწავლისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ