ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ლიტვის ტურნირში გამარჯვება მოიპოვა

კლაიპედას საერთაშორისო ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც გახდა საქართველოს ნაკრები, ლიტვის კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა უხვად დააჯილდოვეს. ფინალური მატჩის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა თორნიკე შენგელია, რომელსაც სპეციალური პრიზი გადაეცა. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი კი ჩვენი ნაკრების ცენტრს - გიორგი შერმადინს ერგო. ტურნირის MVP ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ქალბატონმა ხათუნა სალუქვაძემ დაჯილდოვა. დაბოლოს, ტურნირის საჩემპიონო თასი ამ მატჩში ჩვენი ნაკრების კაპიტანმა მანუჩარ მარკოიშვილმა ჩაიბარა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა და ლიტვაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს. საქართველოს ნაკრები ლიტვიდან საქართველოში 6 აგვისტოს, შუადღის გამოემგზავრება და თბილისის აეროპორტში ნაკრების თვითმფრინავი 23:55 საათზე დაეშვება

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 6 7 9
10 11 12 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ