ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი სამუშაო ვიზიტით ეწვია ქ.პალანგას და ქ.კლაიპედას

პალანგაში ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრა გამართა ქ. პალანგის ვიცე-მერთან რიმანტას ანტანას მიკალკენასსთან, მერიის ადმინისტრაციის დირექტორთან აკვილე კილიონიენესთან და ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საზღვაო ტურიზმის განვითარების კუთხით ქ. პალანგის გამოცდილებას, ასევე საქართველოს რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, განხილულ იქნა ქ. პალანგას და ქ. ქობულეთს შორის თანამშრომლობის საკითხები. ელჩმა ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულა ქ. პალანგის ახლადგახსნილი საკონცერტო დარბაზი, გრაფი ტიშკევიჩიუსის ხეივანი, კურორტის სიმბოლო კურჰაუზის შენობა, ასევე ბირუტეს პარკი და ქარვის მუზეუმი. ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა ქ. პალანგის სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელებთან და გაეცნო ტურისტული საინფორმაციო ცენტრის საქმიანობას.

ქ. კლაიპედაში ელჩმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან ვიტაუტას გრუბლიაუსკასთან. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას, ასევე ლიტვის და საქართველოს ზღვისპირა ქალაქების შემდგომ განვითარებას.

ლიტვის ეროვნული საკალთბურთო ფედერაციის მიწვევით, საქართველოს ელჩი დაესწრო ქ. კლაიპედაში ელჩი ლიტვის საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს და შეხვედრა გამართა ფედერაციის პრეზიდენტთან არვიდას საბონისსთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირის ფინალში მასპინძელი ლიტვა დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. ხათუნა სალუქვაძემ მონაწილეობა მიიღო დაჯილდოების ცერემონიაში და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის პრიზი საქართველოს ნაკრების წევრს - გიორგი შერმადინს გადასცა.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 6 7 9
10 11 12 14 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ