ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის IV კონგრესი

12 სექტემბერს ვილნიუსში კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენციის IV კონგრესი გაიხსნა, რომელიც ლიტვის საკონსტიტუციო სასამართლოს მასპინძლობით იმართება. კონგრესში საქართველოს ელჩთან ხათუნა სალუქვაძესთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინე იმერლიშვილი.

კონგრესი ოფიციალურად გახსნეს ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტმა ლინოს-ალეხანდრე სიცილიანომ.

კონსტიტუციური მართლმსაჯულების მსოფლიო კონფერენცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად აერთიანებს 110 ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოებს და რელევანტურ ინსტიტუტებს ევროპის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის და აფრიკის კონტინენტებიდან. კონფერენციის ძირითადი თემაა - კანონის უზენაესობა და კონსტიტუციური მართლმსაჯულება თანამედროვე მსოფლიოში.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ