ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის შეხვედრა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრთან

13 სექტემბერს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის ენერგეტიკის მინისტრთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ლიტვას შორის ენერგეტიკის სფეროში ურთიერთანამშრომლობის საკითხები. ელჩმა მინისტრს გააცნო საქართველოში, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ასევე განხორციელებული რეფორმები. საუბრისას განხილული იქნა განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის კუთხით ლიტვის გამოცდილება და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები. თავის მხრივ მინისტრმა დაადასტურა მზადყოფნა ენერგეტიკის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ