ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სტაჟირება და სასწავლო პრაქტიკა საქართველოს საელჩოში

კონკურსი სტაჟირების გავლის შესახებ 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

    ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

    ბ) ავტობიოგრაფია;

    გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

    დ) პასპორტის ასლი;

    ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი

    დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

    ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

    ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

    სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

    სასურველია:

    • მეორე უცხო ენის ცოდნა;
    • სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

    მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 2

    სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2017 წლის 6 ოქტომბერი

    სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე

     

     

    კონკურსი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ 

    კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სასწავლო პრაქტიკის კანდიდატის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

    ა) შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მომართვა/შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

    ბ) განაცხადი სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ (დანართი N3);

    გ) ავტობიოგრაფია;

    დ) პასპორტის ასლი;

    ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სასწავლო პრაქტიკის გავლის პერიოდს;

    ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

    პრაქტიკანტად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას და არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.

    სასურველია:

    • მეორე უცხო ენის ცოდნა;
    • სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

    მისაღებ პრაქტიკანტთა რაოდენობა: 2

    პრაქტიკანტთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა: 2017 წლის 6 ოქტომბერი

    სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა: 30 კალენდარული დღე. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, სასწავლო პრაქტიკის ვადა შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 45 კალენდარული დღით.

     

    კონკურსთან დაკავშირებული ყოველი მომდევნო ინსტრუქცია განთავსდება ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (http://lithuania.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=72&lang_id=GEO).

    დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ყოველდღე (არასამუშაო დღეების გარდა), კონკურსის დასრულებამდე პერიოდში დილის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ) შემდეგ ტელეფონზე: +370 527 36959 ან ელ. ფოსტაზე: vilnius.emb@mfa.gov.ge

    აუცილებელია კანდიდატებმა წარსადგენი დოკუმენტები გადმოაგზავნონ ელ. მისამართზე vilnius.emb@mfa.gov.ge

     

     
     

    კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 3 4 5
    8 9 10 11 12 13 14
    15 16 17 18 19 20 21
    22 23 24 25 26 27 28
    29 30 31        

    დიასპორის სტრატეგია

     

     

    საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

     

     

     
    საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
    დამზდებულია ITDC–ის მიერ