ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-ლიტვის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების წლისთავი

საქართველოსა და ლიტვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 23-ე წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ლიტვის აღმოსავლეთ ევროპის კვლევით ცენტრთან (EESC) ერთად, გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრიმლებთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დარიუს სკუსევიჩიუსმა და სამინისტროს თანამშრომლებმა, ასევე ზემოაღნიშნული EESC-ის წარმომადგენლებმა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ხაზი გაესვა, რომ საქართველოსა და ლიტვას ტრადიციულად აკავშირებს მტკიცე პარტნიორობა და ურთიერთმხარდაჭერა. შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილული იქნა საქართველოსათვის პრიორიტეტული საკითხები.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ