ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ვილნიუსის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე

6 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე სიტყვით გამოვიდა ვილნიუსის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე `The EU and Eastern Partnership Countries - An Inside-Out Analysis and Strategic Assesment`, ასევე მონაწილეობა მიიღო აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე. გამოსვლისას ელჩმა მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტები და ქვეყანაში წარმოებული რეფორმები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპული ინტეგრაციის საკითხსა და მოახლოებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნების გავლენიანი ანალიტიკოსები, მიმომხილველები და პოლიტიკოსები, ასევე ევროკომისიის წარმომადგენელი. დისკუსიის დასასრულს, ელჩმა და სხვა გამომსვლელებმა უპასუხეს კონფერენციის მონაწილეთა შეკითხვებს.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ