ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თბილისობა ვილნიუსში 2017/Tbilisoba 2017 - Tbilisio diena Vilniuje

7 ოქტომბერს, ლიტვის დედაქალაქში, უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული „თბილისობა ვილნიუსში“ ქ. ვილნიუსში მდებარე თბილისის სახელობის სკვერში გაიმართა. წელს დღესასწაული განსაკუთრებული ღონისძიებით ჩატარდა - დამზადდა ლიტვაში რეკორდული რაოდენობის, ერთდროულად 1000 ხინკალი. საქართველოს ელჩმა მოწვეულ სტუმრებს და თბილისობის მონაწილეებს ხინკლის მომზადების მასტერ-კლასი შესთავაზა.

ასევე "თბილისობის" დღესასწაულის ფარგლებში, საქართევლოს ელჩმა და ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავჯდომარემ სიმონას გირძიაუსკასმა საზეიმოდ გახსნეს ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის პარლამენტის შენობის წინ ვილნიუსელებისთვის განკუთვნილი თბილისის საჩუქარი - ბაღის სკამები წარწერით „თბილისი“.

"თბილისობა ვილნიუსში 2017" ლიტვის ნაციონალური ტელევიზის პირდაპირ ეთერში გაშუქდა. საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ პირდაპირ ეთერში მიმართა ვილნიუსელებს და დღესასწაულზე მიიწვია.  დღესასწაული მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა ლიტვაში ხათუნა სალუქვაძე და ქალაქ ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავჯდომარემ სიმონას გირდზიაუსკასმა. ამასთანავე ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნა ქართული მინერალური და გამაგრილებელი სასმელები, ქართული ნობათი. ვილნიუსელებმა და დედაქალაქის სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული სამზარეულო და დაამზადეს რეკორდული რაოდენობის - 1000 ხინკალი, ასევე ჩატარდა ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასი.

საქართველოს ელჩმა თბილისის საპატიო მოქალაქის სიმბოლური სიგელები გადასცა საპატიო სტუმრებს: ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავჯდომარეს სიმონას გირძიაუსკასს, ლიტვის ნაციონალური ტელევიზიის გენერალურ დირექტორს აუდრიუსს საურისევიჩიუსს, ლიტვის პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორს რენალდას გუდაუსკასს, ჟურნალისტს ედიტა მილდეჟიტეს, ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის ცენტრის ხელმძღვანელს რომა კრიაუჩიუნიენეს.  ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და ვილნიუსის ქალაქის საბჭოს თავჯდომარე სიმონას გირძიაუსკასმა თბილისის სკვერზე ვაზის ნერგების დარგეს. თბილისის სახელობის სკვერში მოსული სტუმრებისათვის ქართული და ლიტვური სიმღერებს შეასრულეს ქართველი სტუდენტების ჯგუფმა „საქართველო“. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხატვართა კავშირის წარმომადგენლები ამირან კუპრავა, მირაბ ფიფია, მერაბ ეფაძე, სკულპტორი ნესრე ბაცაში და ლიტველი მხატვრები წარმოადგენდნენ საქართველოს თემატიკაზე მომზადებულ ნამუშევრებს. გაიმართა ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ასევე წარმოდგენილი იქნა „საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი“ და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის - ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“, ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლირიკა“, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ ლიტვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, მასმედიისა და ლიტვაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მთავარი სპონსორია კომპანია „ბორჯომი“. ასევე ქართულ პროდუქციას წარმოადგენდენ შემდეგი კომპანიები: ნატახტარი, ქართული სუნელები, ჩაი გურიელი, ზედაზენი და ლიტვაში არსებული ქართული რესტორანი „ფიროსმანი“.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 3 4 5
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ