ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს წვლილი ვილნიუსის საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში

2 დეკემბერს საქართველოს საელჩოს თანაორგანიზატორობით ქ. ვილნიუსში საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა გაიმართა. გასული წლების მსგავსად, საქართველოს საელჩოს სტენდები გამორჩეული იყო წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნებით. საშობაო ბაზარზე წარმოდგენილი იყო ქართული პროდუქცია, მათ შორის ქართული სამზარეულო, ალკოჰოლური სასმელები, ქართული ჩაი, ჩურჩხელა, ფელამუში, მინერალური და გამაგრილებელი სასმელები და სხვა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძები. განსაკუთრებული ინტერესი და შეფასება დაიმსახურა საქართველოს ელჩის მიერ მომზადებულმა გოზინაყმა. ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციების, კულტურის და ხელოვნების ამსახველი სუვენირები. საშობაო ბაზრობის დროს სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს კულტურის, ისტორიის, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ტურიზმის პოტენციალის შესახებ. საქართველოს სტენდი ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნელისმა მეუღლესთან ერთად მოინახულა და წარმოდგენილ ნაწარმს გაეცნო. საქართველოს ჯიხურს ასევე ეწვიენ ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი .ქ ვილნიუსის მერი რემიგიუს შიმაშიუსი და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა სიტყვით მიმართა ქალაქის რატუშასთან საზეიმო ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში ლიტვაში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ანსამბლმა „საქართველო" წარმოადგინა ქართული და ლიტვური სიმღერები. საშობაო ბაზარზე სარეალიზაციოდ წარმოდგენილი ქართული პროდუქციიდან და სუვენირებიდან შემოსული თანხა გადაეცა არასამთავრობო ორგანიზაციას International Women Association of Vilnius, რომელიც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას უწევს დახმარებას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ლიტვის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლიტვის რესპუბლიკაში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა და კომპანიებმა. საქართველოს საელჩო ლიტვაში დიდ მადლობას უხდის ყველა მოხალისეს, სპონსორს და დონორს, ვინც საშობაო ბაზრობაში მონაწილეობა მიიღო, რომელთა შორის არიან ლიტვის უნივერსიტეტების სტუდენტები საქართველოდან: მარიამ ჩხვიმიანი, ლორენა შამათავა, ნინი ტაბატაძე, ბადრი ჩაჩიბაია, გიორგი გურგენაძე, ალეკო ლომთაძე, სოსო ჩიტაური, ნინო ინასარიძე, ნინი შარმანაშვილი, ნინო ბაბუნიძე, ლიკა როყვა, თამარ რევაზაშვილი, დავით ლომიძე, ირაკლი დუდაური, ნიკოლოზ ისაიანი, რეზი რამიშვილი, გიორგი ლომთაძე, გიორგი ქლიბაძე, კომპანიები "ბორჯომი", "ზედაზენი", "ნატახტარი", რესტორანი "ქართული სახლი" ქართული სახლი კაუნასში, აგრეთვე მხატვარ ნინო ჩაკვეტაძეს, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციას, და ლიტვაში ქართულ სათვისტომოს “იბერიას" ხელმძღვანელს სერგო ამირგულაშვილს დახმარებისათვის.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ