ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ველოტური ,,სპორტი მშვიდობისათვის“ საქართველოდან ლიტვაში

პროექტი მშვიდობისა და ტოლერანტობის ველოტური "სპორტი მშვიდობისათვის“ ხორციელდება ორგანიზაცია "ყველა ერთისათვის“ მიერ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს ევროპის, აზიისა და აფრიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 3500-ზე მეტ ქალაქსა და დაბას. იგი 850 დღე გაგრძელდება და მისი მანძილი დაახლოებით 50 000 კმ-ია. ველოტურის მისიაა მშვიდობისა და ტოლერანტობის პროპაგანდა - ლეგენდარული ქართველი მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას (გაეროს მშვიდობის დესპანი, ბუნების დაცვის ელჩი, მსოფლიო სპორტსმენი და ველომოგზაური, გინესის 14-გზის რეკორდსმენი) პროექტის გაგრძელება. ველომრბოლელს ლიტვაში საქართველოს ელჩი ხათუნა სალუქვაძე, ლიტვის რესპუბლიკის ფიზიკური კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ედის ურბანავიჩიუსი, ლიტვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი ვიდა ვენციენე და ლიტვის მოგზაურთა კავშირის პრეზიდენტი ალგიმანტას იუცევიჩიუსი შეხვდნენ. ველორბოლა ლიტვის რესპუბლიკიდან საქართველოს მომართულებით გაგრძელდება და 2018 წელს თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს დასრულდება.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ