ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

თელავის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვეს" კონცერტები ლიტვაში

14 დეკემბერს ანსამბლის კონცერტი ქ. ვილნიუსის ბალის დვარიონასის სახელობის მუსიკალურ სკოლაში გაიმართა, სადაც ქართველ ბავშვებთან ერთად ლიტვური სიმღერები შეასრულეს ლიტვის ბავშვთა ანსამბლ „ბაროკოს“-ს წევრებმა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ, სკოლის დირექტორმა ლაიმუტე უჟკურაიტიენემ და ანსამბლი "მართვეს" ხელმძღვანელმა ანზორ სულხანიშვილმა. საელჩოს ორგანიზებით, ანსამბლის წევრები ლიტვის რესპუბლიკის სეიმს (პარლამენტს) ეწვივნენ. ექსკურსიის დროს მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფოტოგამოფენა “ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთავი", ეწვივნენ საკონსტიტუციო დარბაზს და პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. 16 დეკემბერს ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი გაიმართა ქ. ტრაკაის კულტურის სახლში. საქართველოს ელჩმა ხათუნა სალუქვაძემ და საქართველოდან ჩამოსულმა ქართველმა თოვლის ბაბუამ ქ. თელავის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მართვესთან“ ერთად ლიტველ ბავშვებს დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა. დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს ქ. ტრაკაის მერმა ედიტა რუდელიენემ და საქართველოს ელჩმა. ქალაქის მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ხალხური ცეკვების მრავალფეროვნებას. ქართულ ნაბადში გამოწყობილი თოვლის ბაბუა ლიტველ კოლეგასთან ერთად ბავშვებს ქართული ნუგბარით გაუმასპინძლდა. ანსამბლმა ასევე კონცერტი გამართა ქ. კედაინიაის საკონცერტო დარბაზში. ანსამბლის საკონცერტო ტური ლიტვაში ქართული სათვისტომოს ასოციაციის „კახეთი“ და მისი ხელმძღვანელის ლევან სეფაშვილის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში და ქ. ტრაკაის მერია.

 
 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ