ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

უცხოეთში დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ საკონსულო მომსახურების მარტივად მიღების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი www.geoconsul.gov.ge ამოქმედდა.

ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელია:

ამომწურავი ინფორმაციის მიღება საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, მათი ადგილმდებარეობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

ინფორმაციის მიღება საკონსულო მომსახურებებისა და თითოეული მომსახურებისათვის დადგენილი პროცედურების, წარსადგენი დოკუმენტების, მოსაკრებლის ოდენობისა და გადახდის პირობების შესახებ.

სავიზო ინფორმაცია ლიტვის რესპუბლიკაში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის

საქართველოს მოქალაქე, რომელიც მიემგზავრება ლიტვის რესპუბლიკაში ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა (ტურისტული, საქმიანი და ა.შ).

ვიზები გაიცემა ქ.თბილისში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ.

საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

სრულად შევსებული ელექტრონული ფორმა ონლაინ რეჟიმში შემდეგ ვებ-გვერდზე: http://ge.mfa.lt/პასპორტი, რომელიც ძალაშია მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, ვიზის ამოწურვის შემდეგ და მისი ასლი.ერთი ფერადი ფოტოსურათი თეთრ ფონზე ზომით 3,5X4,5 მმ, რომელიც შეესაბამება განმცხადებლის ამჟამინდელ ასაკს.მოწვევა დამტკიცებული ლიტვის რესპუბლიკის მიგრაციის დეპარტამენტის მიერ (გარდა რამოდენიმე ქვეყნის მოქალაქეების) ან მოწვევის 12 ციფრიანი კოდი.სამედიცინო (ჯამრთელობის) სამოგზაური დაზღვევა მინიმალურ თანხაზე 30.000, რომელიც ძალაშია შენგენის ტერიტორიაზე მოგზაურობის მთელი პერიოდის განმავლობაში და მისი ასლი.დოკუმენტი, რომელიც იძლევა გამომგზავრების ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში, რომლის რეზიდენად ან მოქალაქედ ითვლება უცხოელი დაბრუნების უფლებას ან მესამე ქვეყანაში გამგზავრების უფლება და მისი ასლი.დამატებითი საბუთების მოთხოვნის შემთხვევაში (გამგზავრების მიზნის ან პირობების დამამტკიცებელი (მაგალითად კონტრაქტი), საცხოვრებლად აუცილებელი სახსრების ან მათი ლეგალურობის წყაროს დამადასტურებელი საბუთები (მაგალიტად ხელფასის ცნობა, ქვეყანაში დაბრუნების დამამტკიცებელი საბუთები (მაგალითად ორმხრივი ავიაბილეთები).საკონსულოს დაუბრუნებელი მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს, გადახდა წარმოებს ნაღდი ანგარიშსეორებით ევროში.იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება მხოლოდ ერთ მშობელთან ერთად, საჭიროა: მეორე მშობლის თანხმობა და მათი პასპორტების ასლები, აგრეთვე ბავშვის დაბადების მოწმობა.ყველა ქართულენოვანი საბუთი ბარდება ინგლისურ თარგმანთნ ერთად და უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის მიერ.სავიზო საკითხებზე მიღების საათები:მოკლევადიანი ვიზების მისაღებად მოქალაქემ უნდა მიმართოს წინასწარი ჩაწერით შემდეგ ტელეფონზე (291 29 33), ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 9:00-13:00;საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

ლიტვის რესპუბლიკის საელჩოში სავიზო განაცხადის მიღება წარმოებს აუთსორსინგის კომპანიის მეშვეობით.

VFS Global" სავიზო განაცხადის მიღების ცენტრის კოორდინატები:სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8:30 დან 16.30 მდეტელ: +995322240454 , +995322240464მისამართი: გ. ქუჩიშვილის ქუჩა 10, თბილისი

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ქ.თბილისში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ვებ-გვერდზე: http://ge.mfa.lt/

მისამართი: კრწანისის ქ. 29, 0114 თბილისიტელ: +995 (32) 291 29 33ფაქსი: +995 (32) 222 17 93ელ.ფოსტა: amb.ge@urm.lt

ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://www.urm.lt/index.php?-588416158

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 5 7 8
9 10 11 12 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ