საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. ბაღდათის დელეგაციის ვიზიტი ლიეტუვის ქალაქ კაიშიადორისში

საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის რეგიონების თანამშრომლობის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, მ/წლის 9 სექტემბერს, ლიეტუვის ქ. კაიშიადორისში გაიმართა ქ. ბაღდათის მერის, კახა ენუქიძის ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიზანია ორ ქალაქს შორის ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით.
კაიშიადორის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრებზე განხილულ იქნა ორივე მხარისათვის აქტუალური საკითხები, მათ შორის კულტურის, ტურიზმისა და ბიზნეს სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. დელეგაციის წევრები გაეცნენ კაიშიადორისში განთავსებულ შესაბამისი პროფილის ორგანიზაციებს და თემატურ ღირშესანიშნაობებს.
გამართულ შეხვედრებში, საელჩოს მხრიდან, მონაწილეობდა უფროსი მრჩეველი, ნატო კიპაროიძე.