საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინიტრთან

14 სექტემბერს საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრთან იურგიტა შიუგჟდინიენესთან.
შეხვედრაზე განხილული იქნა განათლების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
შეხვედრაზე ელჩმა აღნიშნა, რომ განათლების სფერო საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია განათლების სფეროს განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებულ თანამშრომლობას.
🔷 საქართველოს ელჩმა მადლიერება გამოხატა ლიეტუვის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის განათლების სფეროში, მათ შორის სახელმწიფო სტიპენდიებისთვის, რომლებსაც ლიეტუვური მხარე ყოველწლიურად გამოყოფს საქართველოს მოქალაქეებისათვის. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში ქართველ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ლიეტუვაში მიიღონ განათლება, როგორც სრულ სამაგისტრო პროგრამებზე, ასევე ლიეტუვური ენის მოკლევადიან სასწავლო პროგრამებზე.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას განათლების სფეროში ორი ქვეყნის კავშირების გააქტიურების მიზნით, და ასევე ხელს შეუწყობენ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების შემდგომ გაძლიერებას.