საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრთან

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრთან, აგნე ბილოტაიტესთან.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველო-ლიეტუვის დინამიურ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს შორის.

მინისტრმა საქართველოს ელჩს გააცნო კრიზისების, ისევე როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის კუთხით ლიეტუვის მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ისევე როგორც ამ მიმართულებებით მიღწეული წარმატება და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

საუბარი დაეთმო უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიას და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, როგორც მთლიანად რეგიონთან, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

ელჩმა ლიეტუვური მხარის მიმართ მადლიერება გამოთქვა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც სხვადასხვა მნიშვნელოვან სფეროებში ლიეტუვის გამოცდილების გაზიარებისათვის.