საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
მისამართი და მიღების საათები
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლობის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
სამუშაო ვიზიტი ქ. კლაიპედაში
2022 წლის 1 დეკემბერს ქ. კლაიპედაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ შეხვედრა გამართა ქ. კლაიპედას უნივერსიტეტის რექტორთან, არტურას რაზბადაუსკასთან და ამავე უნივერსიტეტის პროფესორთან, მინდია კასრაძესთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქ. კლაიპედას უნივერსიტეტის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ასევე მომავალში მათი გაღრმავების პერსპექტივები. ელჩი მიესალმა ქართველი სტუდენტების მზარდ დინამიკას, როგორც ქ. კლაიპედას უნივერსიტეტში, ისე ლიეტუვის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ყურადღება გამახვილდა ქართველი ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობაზე „ERASMUS plus“ პროგრამაში; ასევე, 2021 წლიდან საქართველოს „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამაზე მიერთების შემდეგ ქართველი და ლიეტუველი მეცნიერების ერთობლივი კვლევების შესაძლებლობაზე.
ქ. კლაიპედაში ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ღია შეხვედრა გამართა LCC საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. მან ისაუბრა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მყიფე ვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნის ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობას; ასევე, ქვეყნის უმთავრეს საგარეო პრიორიტეტებს, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ მხრივ ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ საელჩოს საქმიანობისა და მათთვის სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
LT
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი