2023 წლის 31 იანვარს საქართველოს ელჩმა ლიეტუვაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრთან, დაინიუს კრეივისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და მათი გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც ენერგოტრანზიტული, ისე განახლებადი თუ მწვანე ენერგიის მწარმოებელი ქვეყნის პოტენციალზე; ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ჰიდრორესურსების ათვისების მნიშვნელობასა და შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის პროექტზე. აღინიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული გამოწვევები და მათ შორის ენერგო-უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილი ვითარება და საქართველოს მნიშვნელობა ენერგო რესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით.