საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სალომე შაფაქიძის შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან

2 თებერვალს, გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, სალომე შაფაქიძის შეხვედრა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გაბრიელიუს ლანდსბერგისთან.
მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე, ისევე როგორც ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე, რომელიც მ/წლის ივლისში ქ. ვილნიუსში გაიმართება.
საქართველოს ელჩმა, ხაზი გაუსვა, ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო გაზრდილია.
თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ლიეტუვა რჩება საქართველოს ერთგულ მეგობრად და განაგრძობს ქვეყნის მხარდაჭერას ევროპული მისწრაფებების მიმართ.