საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,

ჩემთვის დიდი პატივია, წარმოვადგენდე საქართველოს ლიეტუვის რესპუბლიკაში,

საქართველოსა და ლიეტუვას მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები დინამიურად ვითარდებოდა ქვეყნების მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდანვე. უახლესი ისტორიის საერთო კონტექსტი,  ჩვენი ხალხების მიერ არჩეული გზა დემოკრატიისა და პროგრესისაკენ, საერთო ფასეულობები და ხედვები განაპირობებს ქვეყნებს შორის არსებული  ურთიერთობების განსაკუთრებულ ხასიათს.

საქართველოს ერთმნიშვნელოვანი არჩევანი, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ამით დაუბრუნდეს თავისი არსებობის ბუნებრივ გარემოს, მუდმივად სარგებლობდა ლიეტუვის ძლიერი მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა, რომელიც  მკაფიოდ არის გამოხატული  საერთაშორისო არენაზე, აგრეთვე პოზიტიურად ისახება ქვეყნებს შორის პარტნიორულ და ნდობაზე დამყარებულ, მრავალმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე. განსაკუთრებით ღსანიშნავია ლიეტუვის მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის პერმანენტული, პროაქტიური მხარდაჭერა

ლიეტუვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გამოცდილება საქართველოსთვის, მისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების რეფორმირებისა და განვითარების კუთხით  მნიშვნელოვანი გზამკვლევია. ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენს ქვეყანას აძლევს საშუალებას უფრო წარმატებით გაართვას თავისი უმთავრესი საგარეო პრიორიტეტების, ევროკავშირსა და ჩრდიოლოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების  გზაზე არსებულ გამოწვევებს.

საქართველოს საელჩოს მთავარ ამოცანას ლიეტუვაში წარმოადგენს  საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების განუხრელი დაცვა. ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებასვიმედოვნებ, მოვახერხებთ ჩვენს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, მეცნიერების, საგანმანათლებლო, ხალხთაშორისი,  ტურიზმისა და ბიზნეს სფეროებში არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განმტკიცებას.

გმადლობთ, რომ ეწვიეთ ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდს. ვიმედოვნებთ, ის ხელს შეგიწყობთ გაეცნოთ ინფორმაციას საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობებისა და საქართველოს საელჩოს საქმიანობის შესახებ. ამ მიზნით გთავაზობთ ასევე ეწვიოთ ჩვენს ფეისბუკისა და ტვიტერის გვერდებს.