Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

შეხვედრა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრთან

საქართველოს ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ახლადდანიშნულ მოადგილესთან, გრეტა მონიკა ტუჩკუტესთან.
მხარეები მიესალმნენ საქართველო-ლიეტუვის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს. აღინიშნა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური თანამშრომლობა და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა.
საუბარი დაეთმო რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებას და უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში არსებულ გამოწვევებს.
ელჩმა მინისტრის მოადგილეს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება, მიმდინარე უკანონო პროცესები და მადლიერება გამოხატა აღნიშნულ საკითხში, ლიეტუვის გამორჩეული მხარდაჭერისათვის.
გრეტა ტოჩკუტემ დაადასტურა ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და გამოხატა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის მზაობა.