ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკები ანაკლიაში
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდული ბანაკები.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის 80 მოზარდს.
საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობაა 5 დღე.
პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. ქვეყნის შიგნით მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
ბანაკში მონაწილეთა გამგზავრება განხორციელდება 2 ნაკადად, თითო ნაკადში 40 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას:
I ნაკადი: ადგილმდებარეობა: ანაკლია; თარიღი: 16-22 ივლისი, 2023 წელი;
II ნაკადი: ადგილმდებარეობა: ანაკლია; თარიღი: 23-29 ივლისი, 2023 წელი.
კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ მშობლის/მეურვის თანხმობის შევსებული ფორმა (დანართი 3), პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი და 1 ფოტოსურათი.
აქვე გაცნობებთ, რომ ბანაკში მონაწილემ სასურველია წარმოადგინოს სამოგზაურო დაზღვევა.
საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მსურველებისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს ა. წ. 7 ივლისამდე.
დამატებითი ინფორმაციისა და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ საელჩოს ელ-ფოსტაზე vilnius.emb@mfa.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე +370 527 36959.