Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა ვილნიუსში

2 დეკემბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. ვილნიუსში გამართულ საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე.
გვიხარია, რომ ქართულ კუთხეს ეწვია ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენე, ასევე სხვა მრავალი ვილნიუსელი და ქალაქის სტუმარი.
ქართული კუთხის მოწყობისთვის საქართველოს საელჩო გულითად მადლობას უხდის ქართულ რესტორანს „Sakartvelo virtuvė“, ქართული ღვინის მაღაზიას „Sakartvelo skoniai“, ქართული ლიმონათის „ნატახტარის“, ასევე მინერალური წყლების „ნაბეღლავისა“ და „საირმეს“ წარმომადგენლებს, კაუნასში მდებარე „საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლს“, ვილნიუსში მცხოვრები ქართული მინანქრის დიზაინერს ნიკოლოზ გამხიტაშვილს და ქართული პროდუქციის ონლაინ მაღაზიას „საულეს სკონის“.
საქართველოს ელჩმა და ლიეტუვაში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ღონისძიების სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მშობლიურ ენებზე მიულოცეს.