საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ლაიმა ლუცია ანდრიკიენესთან.

მხარეების მიერ დადებითად შეფასდა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული აქტიური კავშირები და განხილულ იქნა მიმდინარე წელს დაგეგმილი ვიზიტები. ელჩმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კანონმდებლებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტი იჩენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და რაც სხვადასხვა დროს გამოიხატა არაერთი რეზოლუციის მიღებით. 

საუბარი დაეთმო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე საქართველოს წინაშე არსებულ შიდა და საგარეო გამოწვევებს. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ  კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული პრიორიტეტების მიმართ.