Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.

ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2026” გახსნით ღონისძიებაში

ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2026” გახსნით ღონისძიებაში

2026 წლის 8-9 მაისს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრში „Litexpo“, ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Vyno Dienos 2026“ გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის, ჭაჭისა და კონიაკის ნიმუშები კომპანია „Roze Wines“-ის მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

ლევან ღვაჩლიანი ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

ლევან ღვაჩლიანი ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

2026 წლის 17 თებერვალს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მიწვევით, ლიეტუვაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა,  ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს  2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა”. საგრანტო პროგრამის მიზანი: ➡️დიასპორის წარმომადგენელთა მხარდაჭერა და მათი ხელშეწყობა ჩაერთონ საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, ისევე როგორც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის გაძლიერების საქმეში. ❗️მიმდინარე წლის საგრანტო პროექტების პრიორიტეტული მიმართულებებია: მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა; ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა; ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება; ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია; დიასპორული მედიასაშუალებების გაძლიერება საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნების მიზნით; სპორტული და სხვა სახის აქტივობების განხორციელება საზღვარგარეთ მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და თანამემამულეთა შორის ურთიერთობის გაძლიერების მიზნით; ✅ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა? სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის განმავლობაში ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქემ ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად. 📧 განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე - [email protected] 🏆 გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. ➡️„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამა - დანართები. პროგრამის აღწერა; განაცხადის ფორმა; ხარჯთაღრიცხვის ფორმა. საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები: საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი მდივანი თამარ კობახიძე. მობ.: +995 592 804655 საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი. მობ.: +995 595 96 40 00.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს 2025 წლის საგრანტო კონკურსს - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. საგრანტო პროექტის მიზანი: ➡️ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა; ➡️საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. 📍აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, პროგრამას ახალი კომპონენტი დაემატა: საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, განახორციელონ კულტურული ღონისძიებები, პროფესიული მასტერკლასები და ტრეინინგები - ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარების მიზნით. 🏆გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.📧განაცხადების მიღება განხორციელდება 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: [email protected] დანართები: პროგრამის აღწერა; განაცხადის ფორმა; ხარჯთაღიცხვის ფორმა; საგრანტო პროგრამის საკონტაქტო პირები: საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს მესამე მდივანი ანა ბაქრაძე. მობ.: +995 551855755; საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების დეპარტამენტის დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი. მობ.: +995 595 96 40 00.

მიხეილ სულაბერიძე მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

მიხეილ სულაბერიძე მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

2025 წლის 8 მაისს, ლიეტუვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხეილ სულაბერიძე დაესწრო ლიეტუვის სეიმის პატრონაჟითა და შილუტეს რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ, მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ცერემონიაზე, საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, სეიმის სპიკერმა, საულიუს სკვერნელისმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა.

მიხეილ სულაბერიძე ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

მიხეილ სულაბერიძე ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო

2025 წლის 17 თებერვალს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მიწვევით, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში. ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმინდა საყდრის ელჩმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, არქიეპისკოპოსმა გეორგ განსვეინმა.

საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2025“

საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2025“

2025 წლის 24-26 იანვარს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრმა ,,Litexpo”, უმასპინძლა ტურიზმის რიგით მე-12 საერთაშორისო გამოფენას „Adventur 2025“, რომელშიც საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქართული მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

პროექტი „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის"

პროექტი „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის"

6 სექტემბერს ლიეტუვის, ქალაქ პლუნგეს ყვარელის მინიციპალიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ; ვიზიტი პლუნგესა და ყვარელის თანამშრომლობისა და პროექტის- „მოთანამშრომლე ყვარელი: ძლიერი კავშირების ჩამოყალიბება საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის“ დასკვნითი ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

გამოფენა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით

გამოფენა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით

ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია და სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის 16 წლისთავთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ 1 ივლისიდან ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გადადის ახალ მისამართზე: J. Jasinskio g. 14, LT-01112 Vilnius.