ლევან ღვაჩლიანი ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო
2026 წლის 17 თებერვალს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მიწვევით, ლიეტუვაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაში.
ღონისძიების ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა - წმინდა საყდრის ელჩმა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, არქიეპისკოპოსმა გეორგ განსვეინმა.
