მიხეილ სულაბერიძე ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო
2025 წლის 17 თებერვალს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას მიწვევით, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ლიეტუვაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაში.
ღონისძიებაზე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმინდა საყდრის ელჩმა ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში, არქიეპისკოპოსმა გეორგ განსვეინმა.