Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2025 წლის 24-26 იანვარს, . ვილნიუსის საგამოფენო ცენტრმა ,,Litexpo”, უმასპინძლა ტურიზმის რიგით მე-12 საერთაშორისო გამოფენას „Adventur 2025“, რომელშიც საქართველოს საელჩოს ჩართულობითა და ხელშეწყობით, ქართული მხრიდან, მონაწილეობა მიიღეს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კუთხემ, გასული წლების მსგავსად, წელსაც, დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ამასთან, გამოფენაზე, კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, ლიეტუვაში მოქმედი ქართული დიასპორული ანსამბლის ფესვები მიერ, წარმოდგენილ იქნა ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

მსოფლიო საგამოფენო ცენტრებისა და ორგანიზატორების ასოციაციის (UFI) მიერ სერტიფიცირებული საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ,,ADVENTUR ყოველ წელს იმართება და მას, მინიმუმ 10 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.