ლევან ღვაჩლიანმა მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2026” გახსნით ღონისძიებაში
2026 წლის 8-9 მაისს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრში „Litexpo“, ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა „Vyno Dienos 2026“ გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის, ჭაჭისა და კონიაკის ნიმუშები კომპანია „Roze Wines“-ის მიერ.
გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ლევან ღვაჩლიანმა.
დამთვალიერებელს წარედგინა პრემიუმ კლასის ქართული პროდუქცია, რომელიც მცირე და საოჯახო მარნების მიერ არის წარმოებული. აღსანიშნავია, რომ ქართული სტენდი ვიზიტორთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დარგის სპეციალისტებისა და სომელიეების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.
