მიხეილ სულაბერიძემ მონაწილეობა მიიღო ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის ,,Vyno Dienos 2025” გახსნაში
2025 წლის 9-10 მაისს, ქ. ვილნიუსის საგამოფენო ცენტრმა ,,Litexpo”, უმასპინძლა ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას ,,Vyno Dienos 2025”, რომელზეც მეღვინეობების ,,შატო ქეთევანი” და ,,ასკანელი” მიერ, წარმოდგენილ იქნა ქართული ღვინოები. ღონისძიების გახსნის ცერემონიაში, მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხეილ სულაბერიძემ. აღსანიშნავია, რომ ქართულმა კუთხემ, ტრადიციულად, დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი დაიმსახურა. ღვინის გამოფენას ,,Vyno Dienos”, რომელიც წელს უკვე მე-20 გაიმართა, ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, ათასობით ვიზიტორი სტუმრობს, მათ შორის, დარგის სპეციალისტები, ალკოჰოლური სასმელების მსხვილი მწარმოებლები, სომელიეები, ღვინის ექსპორტიორები და დისტრიბუტორები და სხვ.