Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მიხეილ სულაბერიძე მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

2025 წლის 8 მაისს, ლიეტუვაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მიხეილ სულაბერიძე დაესწრო ლიეტუვის სეიმის პატრონაჟითა და შილუტეს რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ, მე-2 მსოფლიო ომის დასრულების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. 
ცერემონიაზე, საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ, სეიმის სპიკერმა, საულიუს სკვერნელისმა და სხვა მაღალი რანგის პირებმა.