საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „Vyno Dienos 2022”

6 -7 მაისს, ქ. ვილნიუსში იმართება ტრადიციული საერთაშორისო ღვინის ფესტივალი „Vyno Dienos 2022”, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ქვეყნების ღვინოებთან ერთად, კომპანია „Sakartvelo Skoniai”-ს მიერ წარმოდგენილია ქართული წარმოების ღვინოები.
ღვინის საერთაშორისო ფესტივალის გახსნას დაესწრო საქართველოს ელჩი ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძე, ასევე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიეტუვის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.