საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ლიეტუვის სეიმის პირველ ვიცე-სპიკერთან

საქართველოს ელჩმა ლიეტუვის რესპუბლიკაში, სალომე შაფაქიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმის პირველ ვიცე-სპიკერთან იურგის რაზმასთან.
მხარეები მიესალმნენ ორი ქვეყნის გამორჩეულ მეგობრულ ურთიერთობებს და დინამიურ თანამშრომლობას.
განსაკუთრებული კმაყოფილებით აღინიშნა საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებული კავშირები და განხილულ იქნა მიმდინარე წელს დაგეგმილი ვიზიტები.
ელჩმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პრიორიტეტებზე, ევროკავშირთან ურთიერთობებში მიღწეული პროგრესისა და შემდგომი გაღრმავების გზებზე.
იურგის რაზმამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ლიეტუვა განუხრელად განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას.