ურთიერთობები საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიტვის რესპუბლიკაში:
2004 წელს ლიტვის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.
- დავით აფციაური 2004 - 2008;
- გიორგი ქერდიყოშვილი 2008 - 2012;
- ხათუნა სალუქვაძე 2013 - 2019;
- ლევან ღვაჩლიანი 2019 - 2022;
- სალომე შაფაქიძე 2022 - დღემდე;
- საქართველოს საპატიო კონსული ლიტვის რესპუბლიკაში: კაზიმირას მუსტეიკისი, 2015 - დღემდე.
ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
2001-2005 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიტვის საელჩოს მიერ.
2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიტვის რესპუბლიკის საელჩო.
- რიჩარდას დეგუტისი (Ričardas Degutis) 2005 - 2008;
- მეჩის ლაურინკუსი (Mečys Laurinkus) 2008 - 2010;
- იონას პასლაუსკასი (Jonas Paslauskas) 2010 - 2015;
- გიედრიუს პუოდჯიუნასი (Giedrius Puodžiūnas) 2015 - 2020;
- ანდრიუს კალინდრა (Andrius Kalindra) 2020 - დღემდე.
- ლიტვის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში: ბორის გამრეკელი (თბილისის საკონსულო ოლქი) 2010 - დღემდე; თემურ უტიაშვილი (ბათუმის საკონსულო ოლქი) 2015 - დღემდე.