Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world
2023 წლის 9 მაისს ქ. ვილნიუსში გაიმართა ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო, ლიეტუვის რესპუბლიკაში აკრედიტებულ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ერთად.
საქართველოს სტენდზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგიას, მიეღოთ მონაწილეობა ვიქტორინაში საქართველოს ევროპული გზის შესახებ, ვირტუალური რეალობის სათვალეში ენახათ „საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ მიერ შექმნილი ვიდეო რგოლი კახეთის რეგიონის შესახებ და დაეგემოვნებინათ ქართული მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელები.
ღონისძიების ფარგლებში, ქართული სტენდის მხარდამჭერები იყვნენ ქართული მინარალური წყლების კომპანია „საირმე“ და კომპანიები „ნატახტარი“ და „ყაზბეგი“.
ზემოხსენებული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ლიეტუვაში ევროკომისიის წარმომადგენლობა, ლიეტუვაში ევროპარლამენტის ბიურო, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ქ. ვილნიუსის მერია.