ტურიზმის გამოფენა „Adventur 2024“
26-28 იანვარს ქ. ვილნიუსში გაიმართა რიგით მე-11 ტურიზმისა და აქტიური დასვენების საერთაშორისო გამოფენა „Adventur 2024“.
საერთაშორისო გამოფენაზე ტრადიციულად მონაწილეობას იღებდა ქართული მხარე, რომელსაც მ/წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენდა, გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ქართული ტურისტული კომპანიები „Pin Georgia“ “Orbi Group Georgia”, “Mamberi Georgia” და სასტუმრო „Castello Mare“.
გამოფენის ფარგლებში ქართულმა კუთხემ ტრადიციულად დიდი ყურადღება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლიეტუველ მოგზაურთა რიცხვი კვლავაც იზრდება და უახლოვდება კოვიდ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს.
ღონისძიების კულტურულ ნაწილში ასევე მონაწილეობდა ლიეტუვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისგან შემდგარი ანსამბლი „ფესვები“, რომლებმაც ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.