ვიზიტი ქალაქ კლაიპედაში
11 დეკემბერს, საქართველოს ელჩი ლიეტუვაში სალომე შაფაქიძე სამუშაო ვიზიტით ქ. კლაიპედას ეწვია, სადაც მან შეხვედრა ქ. კლაიპედის მერთან არვიდას ვაიტკუსთან გამართა.
ქ. კლაიპედის მერთან შეხვედრაზე განხილული იქნა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები დამეგობრებულ ქალაქებს ბათუმსა და ფოთს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის განვითარებას კულტურის, განათლების, ახალგაზრდებისა და ასევე დაკავშირებადობის საკითხს, მათ შორის საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით. მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ელჩი ასევე ლიეტუვის საზღვაო აკადემიის დირექტორს ვლაცლავ სტანკევიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეების მიერ დადებითად იქნა შეფასებული ლიეტუვისა და საქართველოს საზღვაო აკადემიებს შორის არსებული თანამშრომლობა და განხილული იქნა მათ შორის სტუდენტებისა და პერსონალის კიდევ უფრო მეტი მობილობის საკითხები.
საზღვაო აკადემიის სასწავლო გარემოს გაცნობის მიზნით, შეხვედრის შემდგომ მოეწყო მცირე ექსკურსია, რომლის ფარგლებშიც ელჩმა სიმულაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი მოინახულა, ასევე ესტუმრა აკადემიის ბიბლიოთეკასა და სხვადასხვა სასწავლო სივრცეებს.