Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ანსამბლ "ამერ-იმერის" კონცერტი ვილნიუსში მდებარე თბილისის სკვერში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 26 მაისს ქ. ვილნიუსში არსებულ თბილისის სახელობის სკვერში, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ანსამბლის ,,ამერ-იმერის” კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ცეკვებს, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.
დიდი მადლობა ანსამბლ "ამერ-იმერს", ლიეტუვაში ჩვენს დიასპორას და ყველა სტუმარს, დამოუკიდებლობის დღის სიხარულის გაზიარებისთვის.