საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 1 ივლისიდან ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო გადადის ახალ მისამართზე: J. Jasinskio g. 14, LT-01112 Vilnius.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 26 ივნისიდან 15 ივლისამდე დროებით შეჩერებული იქნება საკონსულო მოქმედებების წარმოება და ამ მიზნით მოქალაქეთა მიღება.
აღნიშნულ პერიოდში, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, როგორიცაა საქართველოში გასამგზავრებლად დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, დაგვიკავშირდით საკონსულოს ცხელ ხაზზე: +370 687 74797 ან მოგვწერეთ [email protected]
საკონსულო მომსახურება განახლდება 15 ივლისიდან საელჩოს ახალ მისამართზე J. Jasinskio g. 14, LT-01112 Vilnius.