Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის რექტორთან

6 მარტს, საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ შეხვედრა გამართა ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ინგა ჟალენიენესთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს და ლიეტუვის აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ლიეტუვის მიკოლას რომერის უნივერსიტეტის ქართულ მხარესთან არსებული კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.

მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს უახლოეს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების გამართვის თაობაზე.