Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვილნიუსში

15 აპრილს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მხარდაჭერით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება: „საქართველოს მეგობართა კრება - მრგვალი მაგიდის დისკუსია დედაენის დღესთან დაკავშირებით“.
ღონისძიება ორგანიზებული იქნა საქართველო-ლიეტუვის დიპლომატიური კავშირების 30-ე წლისთავის და ვილნიუსის უნივერსიტეტში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოქმედი ქართული ენის კურსების მე-10 წლისთავის ფარგლებში.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ლიეტუვაში საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ და ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა პროფ. მინდაუგას კვიეტკაუსკასმა.
დისკუსიის მონაწილეები იყვნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროს - ლიტერატურის, კინოს, ფოტოგრაფიის, ასევე კულინარიის, ღვინის, აკადემიური წრეების და სხვ. წარმომადგენელი ცნობილი ლიეტუველები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოსთან არსებულ ახლო კავშირებზე, განხორციელებულ ერთობლივ პროექტებსა და საქართველოსთან მიმართებაში საკუთარ პროფესიულ თუ პირად გამოცდილებაზე.
ღონისძიებას მოდერირება გაუწიეს ვილნიუსის უნივერსიტეტის ქართული ენის კურსების სტუდენტებმა დანას კლიმავიჩიუსმა და დანიელე ჭიჭინაძემ.
შეხვედრაზე ელჩმა სალომე შაფაქიძემ იმედი გამოთქვა, რომ ღონისძიება დამატებითი ბიძგის მიმცემი იქნება და მომავალშიც გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ქვეყნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შორის, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულად მეგობრულ ურთიერთობებს.